აქ სწავლობ, როგორ არ უნდა დანებდე მაშინაც კი, როცა რაღაც არ გამოდის – STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდი

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის- STEM ოლიმპიადის მეორე სეზონი წარმატებით დასრულდა. ახლა კი უკვე მესამე სეზონზე განაცხადების მიღებაა დაწყებული, რომელიც 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. მეტი დეტალის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

  • STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული;
  • STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე ერთად იმუშავებს;
  • საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.

ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.

სანამ ახალ ნაკადზე რეგისტრაცია მიმდინარეობს, მოგიყვებით STEM ოლიმპიადის მეორე სეზონის ოლიმპიადაზე და მე-2 ადგილოსან ქართულამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდზე. გუნდის

შემადგენლობაში შედიოდნენ: ⁠ იაკობ საფარაშვილიმამუკა პაპიძეგიორგი ფანჯიკიძეანასტასია ჭანტურიამარიამ ფიფია. მოსწავლეებმა დიდი კონკურენცია დაძლიეს და ფინალური პროექტის ერთ-ერთი საუკეთესო ვერსია შექმნეს.

პროექტი მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეების აღმოჩენასა და წახალისებას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ, გარდა კონკურენტულ გარემოში შესაძლებლობების გამოვლენისა, ოლიმპიადის მიზანი STEM მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესება, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენა იყო:

„STEM განათლება პირდაპირ უკავშირდება მომავალ პროფესიებსა და ტექნოლოგიურ განვითარებასოლიმპიადა და ის სასწავლო პროცესი, რასაც მოსწავლეები გადიან, თანამედროვე ციფრული სამყაროსთვის აუცილებელი უნარების შეძენას უწყობს ხელს, როგორიცაა: ანალიტიკური აზროვნებაგუნდური მუშაობა და პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტაბავშვებს საშუალება აქვთრეალურ ამოცანებზე იმუშაონ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი მეტი ინტერესი გამოავლინონ ”, – ამბობს გენადი ბოლქვაძეგუნდის მენტორი.

გენადი მთელი მოსამზადებელი პროცესის განმავლობაში ეხმარებოდა მოსწავლეებს, სწორად დაეგეგმათ სამუშაო პროცესი, ესწავლათ დავალებების გადანაწილება და თავსატეხების გუნდურად ამოხსნა:

მოსწავლეები ემზადებოდნენ ეტაპობრივად – ჯერ თეორიული მასალის გაღრმავებითშემდეგ კი პრაქტიკულ ნაწილზე მუშაობითგაწერილი იყო გეგმათითოეულს ჰქონდა თავისი როლიბავშვები ცდილობდნენ პრობლემების ანალიზსა და კომპლექსურ მიდგომას ერთობლივი ძალებითგუნდი სხვადასხვა ინტერესისა და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისგან შედგებოდათითოეულმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაშიეს გამოცდილება მათ აუცილებლად დაეხმარება სამომავლოდ პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაზოგადადპიროვნულ ზრდაშიც”, – ამბობს გენადი ბოლქვაძე.

ოლიმპიადის გადამწყვეტი ეტაპი პრაქტიკული, საკმაოდ კომპლექსური დავალების შესრულება იყო. ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდი პროექტს ინოვაციურად მიუდგა და ძალისხმევამ შედეგიც გამოიღო:

ჩვენი ფინალური პროექტი იყო „ჭკვიანი ლიფტი“, რომელსაც შეეძლო მგზავრების წონის გაზომვატემპერატურისა და აირების დაფიქსირებასიგნალის მიცემა გადატვირთვის ან მიწისძვრის დროს სენსორის დახმარებითვფიქრობთასეთი პროექტი ხელს შეუწყობს არსებული ლიფტების ტექნოლოგიურ განვითარებასა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასსაოცრად გაგვიხარდაროცა შედეგები გავიგეთ და ამდენი შრომა დაგვიფასდათუმცა ჩემთვის ეს ყველაფერიმხოლოდ შეჯიბრება და გამარჯვება არ იყოაქ ნამდვილად სწავლობ გუნდურ მუშაობასდროის მართვასტექნიკურ სიზუსტეს და რაც მთავარიასწავლობროგორ არ უნდა დანებდე მაშინაც კიროცა რაღაც არ გამოდის”, – გვიყვება იაკობ საფარაშვილიქართულ-ამერიკული სკოლის გუნდის წევრი.

გუნდის სხვა წევრებიც ფიქრობენ, რომ ოლიმპიადა არ იყო უბრალოდ კონკურსი, არამედ უკვე შეძენილი ცოდნის გამოვლენის ასპარეზი:

„STEM ოლიმპიადამ საშუალება მოგვცა, გვესწავლა ჩვენთვის სრულიად ახალი მიმართულება და მიგვეღო გამოცდილება პროგრამირებასა და ელექტრო ინჟინერიაშიროდესაც პროფესიას ირჩევშეიძლება არ იყო დარწმუნებულირამდენად მოგეწონება საბოლოოდნამდვილად არის თუ არა ეს ისრისი კეთებაც მთელი ცხოვრება გინდა. STEM სკოლამ და ოლიმპიადამ საშუალება მოგვცაგამოგვეცადა ჩვენი შესაძლებლობებიინტერესები და გაგვეაზრებინარამდენად მოგვწონს ტექნოლოგიებთანსაბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებული პროფესიები“, – გვიყვება ანასტასია ჭანტურია.

STEM ოლიმპიადა მომავალშიც ბევრ საინტერესო და ნიჭიერ მოსწავლეს მისცემს საყვარელი სფეროს უკეთ შესწავლის, განვითარების საშუალებას. საქართველოს ბანკი კი აქტიურად განაგრძობს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას მონდომებული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არასოდეს ჩერდებიან.

Back to top button