
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქალაქ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო საქართველოს განათლების სისტემის სამივე საფეხურზე არსებულ სიახლეებს, განსაკუთრებული ყურადღება კი უმაღლესი განათლების ფუნდამენტურ რეფორმაზე გამახვილდა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კონკრეტული ინიციატივების განხორციელების სრული მზადყოფნა გამოთქვეს.
სამუშო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ და კომისიის წევრებმა: თინათინ ნიბლოშვილმა, არჩილ ნიჟარაძემ, გურამ ნიკოლაშვილმა, შოთა ქევხიშვილმა, ნოდარ ბოკერიამ და ოთარ ჩრდილელმა.