14-16 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს ორგანიზებით, თბილისის წიგნის დღეები 2025 გაიმართება- ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი 14-16 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს ორგანიზებით დაგეგმილი თბილისის წიგნის დღეები 2025 -ის გენერალური სპონსორია.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია. შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • გაეცნონ უახლეს ლიტერატურულ ნაშრომებს;
  • შეხვდნენ ცნობილ ავტორებს;
  • მიიღონ ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები;
  • დაესწრონ დისკუსიებსა და საინტერესო შეხვედრებს.

თბილისის წიგნის დღეების ფესტივალი ExpoGeorgia-ს მე 11 პავილიონში გაიმართება. სპეციალურად ამ დღეს, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბანკის ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდებათ.

კერძოდ: Student Card, sCool Card, მფლობელები შეძლებენ მიიღონ 20% ქეშბექი (მაქს. 20₾)

PLUS ბარათით გადახდისას კი 10-ჯერ მეტ PLUS ქულას (მაქს. 20,000 PLUS) დააგროვებთ.

ინფორმაციისთვის, თბილისის წიგნის დღეები აერთიანებს გამომცემლებს, წიგნისა და აქსესუარების მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურისა და განათლების ცენტრებს. ღონისძიება ქმნის სივრცეს, სადაც ლიტერატურა, კულტურა და ადამიანები ერთიანდებიან.

ღონისძიებაზე მეტი დეტალის გასაგებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ერთერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდააამ კუთხით ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარსმათ შორისაასაქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკებირომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობასამასთანსაქართველოს ბანკი ერთ წელზე მეტია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებსრომლის ფარგლებშიც 21 პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობასმიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებაუკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა იზრდებასაქართველოს ბანკის მიერ Fulbright-ის, CHEVENING-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი უკვე 60 ახალგაზრდა გაემგზავრა დიდ ბრიტანეთშიაშშსა და გერმანიაში სასწავლებლადსაქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდსcsr.bog.ge.

Back to top button