
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა.
სატელეფონო საუბრისას ირაკლი ჩიქოვანმა ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დღეს, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო.
თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა. მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს და თურქ მოძმე ხალხს.