
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 11 ნოემბერს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს უცხადებს თურქეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს.
„შეძრწუნებული ვარ მომხდარი ტრაგედიის გამო – ვიზიარებ თურქი ხალხის მწუხარებას და პირადად ჩემი და მთელი სამინისტროს სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას და თითოეულ მოქალაქეს. დაიღუპა 20 ადამიანი – ეს უდიდესი დანაკარგია მთელი თურქეთისთვის, ამ მძიმე დღეებში ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხარდასაჭერად”, – აღნიშნულია მარიამ ქვრივიშვილის სამძიმრის ტექსტში.