
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმიანება და ამის პარალელურად სოციალურ ქსელში აქვეყნებს „Prime Time“-ის მიერ მოპოვებულ იმ დოკუმენტს, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს.
როგორც წილოსანი აღნიშნავს, წერილი, რომელიც გავრცელდა, „აგენტურად ფორმირებულმა დაჯგუფებამ, ლევან ჯობავას სახით, სიტყვა სიტყვით წაიკითხა“.
„15:00 საათზე ეს წერილი „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა, როგორც გარედან მოსული დაკვეთა. 15:10 საათზე კი აგენტურად ფორმირებულმა დაჯგუფებამ, ლევან ჯობავას სახით, სიტყვა სიტყვით წაიკითხა ეს დავალება“, – წერს ნინო წილოსანი.