გიორგი ჩაკვეტაძე „ნაცებზე“: ამათ ვინ უნდა დაამხონ, ერთი სიტყვის შეცვლაც კი ვერ გაბედეს გამოგზავნილი დავალების ტექსტში

მმართველი გუნდის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება და პარალელურად, სოციალურ ქსელში აქვეყნებს „პრაიმ ტაიმის“ მიერ გავრცელებულ იმ დოკუმენტს, რომელიც, მედიასაშუალების ცნობით, ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს.

„ეს წერილი ნაცებმა ბრიუსელიდან მიიღეს, რაც 15:00 საათზე „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა და 15:10 საათზე რადიკალებმა ზედმიწევნით წაიკითხეს პირდაპირ ეთერში.

ამათ ვინ უნდა დაამხონ, ერთი სიტყვის შეცვლაც კი ვერ გაბედეს გამოგზავნილი დავალების ტექსტში.

გაცხადებული აგენტურა – უცხოელები, ოღონდ ქართული სახელითა და გვარებით…“, – წერს ჩაკვეტაძე.

Back to top button