სოფელ ლამისყანაში სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანის ცენტრში სკვერის მშენებლობის მიმდინარეობას, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ზურაბ ჩიტიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მშენებელმა შპს „ეტალონი 2007“-მა სკვერის ტერიტორია უკვე შემოღობა ლითონის მოაჯირით, მოაწყო გარეგანათება და რკინა ბეტონის საძირკველი, აგებს დეკორატიულ ფილების, რომელზეც დაიგება კაუჩუკის ფილები.

სკვერში განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი სკამები.

როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა – „მუნიციპალიტეტში დასასვენებელი სკვერების და ბავშვთა სივრცეების მოწყობა ყველა სოფლის მოსახლეობისა და ბავშვებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს“.

Back to top button