
„საქართველოს ბანკი“, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, უკვე მესამე წელია კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ოლიმპიადის პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანია, მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართ ინტერესის გაღვივება და ინოვაციური აზროვნების წახალისება.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს, გარდა ფიზიკა-მათემატიკური პროფილის სკოლებისა.
საინფორმაციოონლაინშეხვედრაზე, რომელიც19 ნოემბერს, 19:30 საათზე, ონალინ გაიმართება, სკოლების დირექტორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები დეტალურად გაეცნობიან:
ოლიმპიადის მიზნებსა და ეტაპებს; მონაწილეობის წესებსა და კრიტერიუმებს; რეგისტრაციის პირობებსა და ვადებს; შესარჩევი და ფინალური ტურის სტრუქტურასა და საპრიზო ფონდის შესახებ ინფორმაციას.
ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია:
ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 30 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. დარეგისტრირდი და გამოავლინე შენი ცოდნა ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით და გაიმარჯვე.
STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული;
STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე ერთად იმუშავებს;
საპრიზო ადგილზე გასული გუნდების პეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.
ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ STEM ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები და მათი მენტორები 3 თვის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კომაროვის პროფესიონალებთან მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებისა და მისი საშუალებით STEM პროექტებზე მუშაობის მიმართულებით.
ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, პროექტში მონაწილეობა 200-ზე მეტი სკოლის 1500-მდე მოსწავლემ უკვე მიიღო. ოლიმპიადა განკუთვნილია მხოლოდ არა ფიზიკა-მათემატიკური სკოლებისთვის. ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე სტატუსით (აღნიშნული სკოლის გუნდებს ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი გამოცდილების მიღების მიზნით სთავაზობს პირდაპირ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას, თუმცა მათი შედეგები არ გამოიანგარიშება და, შესაბამისად, ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდები საპრიზო ადგილებს ვერ დაიკავებენ).