„საქართველოს მელიორაციას“ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ

შპს „საქართველოს მელიორაციას“ საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და რეგიონული სერვისცენტრების მუშობის სპეციფიკას ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარებისა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები და მაგისტრანტები გაეცნენ.

კომპანიაში გამართულ შეხვედრაზედაიგეგმა საველე ვიზიტები, სადაც  სტუდენტები დაათვალიერებენ სამელიორაციო ინფრასტრუქტურას,  ადგილზე გაეცნობიან სარწყავი სისტემების მოწყობისა და ფუნქციონირების  პროცესს.

„საქართველოს მელიორაციაში“ შეხვედრა კომპანიასა  და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორისგაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერასა და პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობას.

აღსანიშნავია, რომ ამავე მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტები ყოველწლიურად გადიან სტაჟირებას და დასაქმებულები არიან „საქართველოს მელიორაციაში“.

Back to top button