ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის როუდშოუები ძალიან ხელსაყრელია, რომ პირდაპირი კავშირები დავამყაროთ ახლო აღმოსავლურ კომპანიებთან-წარმომადგენელი ბექა სილაგავა

სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში „როუდშოუები“ გამართა. B2B ფორმატის ფარგლებში ქართული კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრობს კომპანია „გამარჯობა ჯორჯიას“ წარმომადგენელი ბექა სილაგავა.

„ჩვენს კომპანიას ბევრი მომხმარებელი ჰყავს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, მაგრამ პირდაპირი კავშირები იქაურ კომპანიებთან არ გვქონდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის როუდშოუები ძალიან ხელსაყრელია, რომ პირდაპირი კავშირები დავამყაროთ ახლო აღმოსავლურ კომპანიებთან. ჩვენ შევხვდით დაახლოებით 10 კომპანიის წარმომადგენელს, მათ შორის Air Arabia-ს, რომელიც პირდაპირ ფრენებს ასრულებს საქართველოში. ნაყოფიერი შეხვედრები იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, აქ დაწყებული ურთიერთობა გაღრმავდება და მეტ ტურისტს მოვიზიდავთ საქართველოში“.

ღონისძიებებში 20-მდე ქართული და 50-მდე ადგილობრივი კომპანია იყო წარდგენილი. უცხოური კომპანიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეთავაზებებსა და პროდუქტებს.

Back to top button