ქუთაისში ინტელექტუალური ჩემპიონატი “ინტელექტიადა“ გაიმართა – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

„საქართველოს ბანკი“, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, მოსწავლეებისთვის შემეცნებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, ინტელექტუალური ჩემპიონატის – „ინტელექტიადას“ მხარდამჭერია. პროექტი ნოვატორთა აუდიტორიის ორგანიზებით ქუთაისში იმართება.

წელს, შემოდგომის სეზონის ფარგლებში, ჩემპიონატში მონაწილეობა იმერეთის საჯარო და კერძო სკოლის III-XII კლასის 700-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

მონაწილეები ოთხი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით გუნდებად დაიყვნენ და ორი დღის განმავლობაში ერთმანეთს ზოგადი განათლების კითხვებზე პასუხის გაცემაში ეჯიბრებოდნენ.

ინტელექტუალური ჩემპიონატი „ინტელექტიადა“ წელიწადში ორჯერ იმართება და მიზნ ისახავსხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინტელექტუალური თამაშების პოპულარიზაციასგუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებასსხარტი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებასზოგადი განათლების ხელშეწყობას.

ინფორმაციისთვისსაქართველოს ბანკისროგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტიასწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარსრითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვისსტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობასბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორებიც არისსაქართველოს ბანკის სტიპენდიებიგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიადიდ ბრიტანეთშიაშშსა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსებაიდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტისაქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლასაქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადაეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადაევერესტიამასთანსაჯარო მეტყველების კონკურსიდა სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

Back to top button