
28–29 ნოემბერს, Tbilisi Outlet Village განსაკუთრებულად ელოდება სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებს. Tbilisi Outlet Village-ის უკვე არსებულ მინიმუმ 30%-იან ფასდაკლებებს სტუდიო ლიბერთის Visa Platinum ბარათით გადახდისას მომენტალური 30% ქეშბექი დაემატება. 30 + 30 გაერთიანებული შეთავაზება ერთ სივრცეში – სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებს ახალ შოპინგ გამოცდილებას პირდება. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნულ ორ დღეს მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ რეალური, ორმაგი უპირატესობით, რომელიც ვრცელდება როგორც ახალ, ასევე უკვე ფასდაკლებულ კოლექციებზე.
ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტი 500 ლარით განისაზღვრება და ქეშბექით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგ მაღაზიებში: Pollini, DKNY, Lutecia, Sani Optics, Adidas, Nike, Puma, Remember, Benetton, Sisley, August, Alfa Parf Milano, Regalia, Va Bene, Samsonite, Shoes Plaza, Geox, Ecco, Funky Buddha, Lee Wrangler, Giordano, Adolfo Dominguez, Pinko, Bimba Y Lola
ქეშბექი ვრცელდება მხოლოდ სტუდიო ლიბერთის Visa Platinum ბარათით გადახდისას. დეტალურ ინფორმაციას მომხმარებელი მიიღებს ვებგვერდის მეშვეობით: https://studioliberty.ge/ka/studio-lifestyle/offers/details/441-tbilisi-outlet-village
სტუდიო ლიბერთის შესახებ: სტუდიო ლიბერთი ეს არის, ლიბერთი ბანკის ახალი, პრემიუმ ბანკინგის მიმართულება. სტუდიო ლიბერთიში მარტივად, ბარიერების გარეშე შეგიძლია მიიღო გამორჩეული, პრემიალური მომსახურება როგორც შენი ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების სამართავად.
Tbilisi Outlet Village- ის შესახებ: რეგიონში პირველი აუთლეტ ვილიჯის კონცეფცია მსოფლიოს ტენდენციებს მიჰყვება და აერთიანებს მინი-ქალაქის ტიპის, ღია ცის ქვეშ სასეირნოდ შექმნილ ქუჩებს, პრემიუმ კატეგორიის ბრენდების მრავალფეროვან არჩევანს, გასტრონომიულ სივრცეს და თანამედროვე არქიტექტურას. თბილისი აუთლეტ ვილიჯის გახსნის შემდეგ მუდმივად ემატება ახალი ბრენდები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც საქართველოში ექსკლუზიურად, პირველად სწორედ აუთლეტ ვილიჯში გამოჩნდნენ. დეკემბრის ბოლოსთვის აუთლეტ ვილიჯში კიდევ რამდენიმე პრემიუმ კატეგორიის ბრენდის გახსნაა დაგეგმილი.