კასპის სოფელ ფერმაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში, ოკამის ადმინისტრაციული ერთეულის  სოფელ ფერმაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მიმდინარე სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ამჟამად გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Back to top button