შიდა ქართლში, ტირიფონის არხის 2000-მეტრიანი მონაკვეთი დანალექი გრუნტისა და მცენარეული ნარჩენებისგან გაიწმინდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ძველი მაგისტრალური არხის მოწესრიგება დაასრულა. სამუშაოები მოიცავდა ტირიფონის არხის 2000-მეტრიანი მონაკვეთის წმენდას დანალექი გრუნტისა და მცენარეული ნარჩენებისგან. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სარწყავი სისტემის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც    დაახლოებით 800ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე  წყალუზრუნველყოფას გააუმჯობესებს. მოწესრიგებული საირიგაციო არხით გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის – მეჯვრისხევის, ზერტისა და კვარხითის მოსახლეობა ისარგებლებს.

სარწყავი წყლის სტაბილურად მიწოდება სოფლის მეურნეობის პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს და ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს, გააუმჯობესონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება.

დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტურქტურის5 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად,  წყალუზრუნველყოფა 10740 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.

Back to top button