მიიტანე შეკვეთა უფასოდ – Black Friday-ის შეთავაზება ბიზნესებს QuickShipper-ისა და საქართველოს ბანკისგან

შავი პარასკევის პერიოდში, რომელსაც მომხმარებელთა გამორჩეულად მაღალი აქტიურობა ახასიათებს, ლოჯისტიკური პროცესების შეუფერხებელი მართვა ბიზნესებისთვის პრიორიტეტული ხდება. გაზრდილი შეკვეთების ფონზე, ოპერაციების ოპტიმიზებისთვის, QuickShipper-მა და საქართველოს ბანკმა ბიზნესებისთვის შეთავაზება მოამზადეს.

შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესები შემდეგი ბენეფიტებით ისარგებლებენ:

  1. ერთი მიწოდება საკომისიოს გარეშე: პირველი შეკვეთის აღება და ჩაბარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდება.
  2. ერთთვიანი წვდომა გადასახადის გარეშე: ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, QuickShipper-ისპლატფორმით 1 თვის განმავლობაში საკომისიოს გარეშე ისარგებლონ.

რა არის QuickShipper? ეს არის პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საქართველოში მოქმედ 10-მდე წამყვან საკურიერო კომპანიას.

QuickShipper ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს:

  • შეადაროს პირობები მომენტალურად:მისამართების შეყვანის შემდეგ, შესაძლებელია ფასებისა და ხელმისაწვდომობის ნახვა რეალურ დროში, ყველა პარტნიორი კომპანიისგან.
  • გამოიძახოს კურიერი მარტივად: პლატფორმაზე შესაძლებელია სასურველი კურიერის შერჩევა და სისტემა ავტომატურად გადასცემს მას შეკვეთას.
  • აკონტროლოს პროცესი:ბიზნესი მიიღებს უნიკალურ tracking ბმულს მეტი გამჭვირვალობისთვის.
  • ისარგებლოს ერთი ფანჯრის პრინციპით: მომხმარებელთა მხარდაჭერა და ანგარიშსწორება სრულად ცენტრალიზებულია.

შეთავაზება მოქმედებს საქართველოს ბანკის პარტნიორი ბიზნესებისთვის, რომლებსაც QuickShipper-ით ჯერ არ უსარგებლიათ:საქართველოს ბანკის იმბიზნეს მომხმარებლებს კი, რომლებიც QuickShipper-ის პლატფორმით უკვე სარგებლობენ, შესაძლებლობა აქვთ, საკომისიოზე 50%-იანი ფასდაკლება 1 თვის განმავლობაში გაიაქტიურონ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის დარეგისტრირდითამ ბმულზე.

Back to top button