
საქართველოს მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ინტენსიურად ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოების მიზანია საირიგაციო სისტემების ეფექტიანობის ამაღლება, წყლის მიწოდების სტაბილურობის გაზრდა და სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო პირობების გაუმჯობესება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მიმდინარეობს გამანაწილებელი არხის 2.4 კილომეტრიანი მონაკვეთის წმენდა დანალექი გრუნტისგან და ხე-ბუჩქნარისგან.
აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სარწყავი წყალი უფრო სტაბილურად და დროულად მიეწოდება დაახლოებით 30-40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს.
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი არხის წმენდის სამუშაოებს ნოემბრის ბოლოს დაასრულებს.
კახეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დამატებით 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია.