
კასპის სპორტკომპლექსის საჭიდაო დარბაზში 24 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით ჭიდაობა ძიუდოში საჩვენებელი მასტერკლასები მიმდინარეობდა.
მასტერკლასებს კასპელი ტიტულოვანი სპორტსმენები, საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში კახა მამულაშვილი და საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ჯაბა პაპინაშვილი უძღვებოდნენ.
სპორტულ ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე დაესწრო. „ჩვენი მიზანი ბავშვებში ჭიდაობის განვითარება და პოპულარიზაციაა, წამატებული მოჭიდავეები კი საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ მომავალ თაობას, რომ ხელი შეუწყონ სპორტულ მიღწევებში“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.