1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა

რა­ტომ არ არის მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვე­ბი უსაფრ­თხო ალ­ტერ­ნა­ტი­ვა — ექ­სპერ­ტე­ბი მკა­ფიო გაფრ­თხი­ლე­ბას აკე­თე­ბენ

მძღო­ლი­სა თუ სხვა მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვებ­ზე გა­დას­ვლა ფუნ­და­მენ­ტუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა. ამას ადას­ტუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბიც, 2024 წლის 1 იან­ვრი­დან ამოქ­მე­დე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით, 1 დე­კემ­ბრი­დან 1 მარ­ტამ­დე გზის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე (რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ისე სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის გზებ­ზე) სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბით მოძ­რა­ო­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­თხოვ­ნებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, პატ­რულს უფ­ლე­ბა აქვს, და­ა­ჯა­რი­მოს მფლო­ბე­ლი, აუკ­რძა­ლოს გამ­გზავ­რე­ბა და ჩა­მო­არ­თვას კი­დეც ავ­ტო­მო­ბი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცია მძღო­ლე­ბი­სა და მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

+7°C ტემ­პე­რა­ტუ­რის ქვე­მოთ, ნე­მის­მი­ერ გზა­ზე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვებ­ზე გა­დას­ვლა. ეს არა მხო­ლოდ რჩე­ვა, არა­მედ უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. ზამ­თრი­სა და სხვა სე­ზო­ნურ სა­ბუ­რა­ვებს შო­რის ფუნ­და­მენ­ტუ­რი გან­სხვა­ვე­ბა რე­ზი­ნის ნა­ერ­თია, რომ­ლის­გა­ნაც ისი­ნი მზად­დე­ბა. ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვე­ბი შე­და­რე­ბით მყა­რი რე­ზი­ნის ნა­ერ­თის­გან მზად­დე­ბა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს კარგ მო­ჭი­დე­ბას ცხელ ამინ­დში და ხელს უშ­ლის სწრაფ ცვე­თას გა­ხუ­რე­ბულ ას­ფალტზე. თუმ­ცა, როცა ტემ­პე­რა­ტუ­რა 7 გრა­დუს­ზე ქვე­მოთ ეცე­მა, რე­ზი­ნი კარ­გავს სიმ­ტკი­ცეს, მოქ­ნი­ლო­ბას და, შე­დე­გად, საგ­რძნობ­ლად მცირ­დე­ბა გზას­თან მისი მო­ჭი­დე­ბის უნა­რი. ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვე­ბი ვე­ღარ უზ­რუნ­ველ­ყოფს გზა­ზე სა­ჭი­რო ეფექ­ტურ კონ­ტროლს და ამის გამო იზ­რდე­ბა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რის­კი.

ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბი უფრო რბილ, ელას­ტი­ურ რე­ზი­ნის ნა­ერ­თს შე­ი­ცავს. ეს ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს სა­ბუ­რავს შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მოქ­ნი­ლო­ბა და სირ­ბი­ლე და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზეც კი. ამ­გვა­რად, უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ი­მე­დო კონ­ტაქტს გზის სა­ფარ­თან, რაც გა­დამ­წყვე­ტია მოყი­ნულ და თოვ­ლი­ან პი­რო­ბებ­ში.

ამა­ვე მი­ზე­ზით, ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბით სა­მუხ­რუ­ჭე მან­ძი­ლი ბევ­რად მოკ­ლეა, ხოლო მარ­თვის სტა­ბი­ლუ­რო­ბა და მა­ნევ­რი­რე­ბის უნა­რი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უზა­დო. ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვე­ბით და­მუხ­რუ­ჭე­ბის მან­ძი­ლი შე­საძ­ლოა ორ­ჯერ მეტი იყოს, რაც საგ­რძნობ­ლად ზრდის საგ­ზაო ინ­ცი­დენ­ტე­ბის რისკს.

ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, „ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვი” უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს შემ­დეგ კრი­ტე­რი­უ­მებს:

  • სა­ბუ­რავ­ზე და­ტა­ნი­ლი უნდა იყოს სიმ­ბო­ლო – ფიფ­ქი
  • სა­ბუ­რა­ვის პრო­ტექ­ტო­რის სიღ­რმე უნდა იყოს: არა­ნაკ­ლებ 3 მმ. მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის (M1) და სატ­ვირ­თო­ე­ბის­თვის (N1, N2, N3); არა­ნაკ­ლებ 4 მმ. − მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის­თვის (M2) და ავ­ტო­ბუ­სის­თვის (M3)
  • სა­ბუ­რა­ვის დამ­ზა­დე­ბი­დან არ უნდა იყოს გა­სუ­ლი 10 წელი
  • სა­ბუ­რავ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი უნდა იყოს დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღის წა­კი­თხვა

ავტო ექ­სპერ­ტი მი­ხე­ილ წუ­ლუ­კი­ძე გან­სა­კუთ­რე­ბით უს­ვამს ხაზს, რომ ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად ყვე­ლა მძღოლ­მა უნდა შე­ი­ძი­ნოს და და­ა­ყე­ნოს სე­ზო­ნუ­რი, ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ბუ­რა­ვე­ბი, რათა უზ­რუნ­ველ­ყოს უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბა ყინ­ვი­ან და თოვ­ლი­ან გზებ­ზე.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვის სწო­რად შერ­ჩე­ვა. ხში­რად, ეკო­ნო­მი­ის მიზ­ნით, ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბი მე­ო­რად სა­ბუ­რა­ვებს ირ­ჩე­ვენ, თუმ­ცა, კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხში­რად და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებ­სა და რის­კებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვე­ბი სწრა­ფად ცვდე­ბა, ზრდის საწ­ვა­ვის ხარჯს და შე­საძ­ლოა შე­ი­ცავ­დეს უხი­ლავ შიდა და­ზი­ა­ნე­ბებს, რაც ავა­რი­ე­ბის­გან არ გვი­ცავს.

ამას­თა­ნა­ვე, და­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, ზოგ­ჯერ სა­ბუ­რა­ვი სკდე­ბა, ეს კი მძღო­ლის­თვის და­მა­ტე­ბით ფი­ნან­სურ ტვირთს ქმნის. მე­ო­რად სა­ბუ­რა­ვებ­ზე არა­ვინ იძ­ლე­ვა გა­რან­ტი­ას, ხოლო ახა­ლი სა­ბუ­რა­ვი უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ი­მე­დო­ო­ბას, სტა­ბი­ლუ­რო­ბას და უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბის სრულ­ფა­სო­ვან გა­რან­ტი­ას. ახა­ლი ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ის რის­კე­ბი, რაც შე­საძ­ლოა მე­ო­რად სა­ბუ­რავს ახ­ლდეს, მთლი­ა­ნად გა­ნუ­ლე­ბუ­ლია, რად­გან მათ აქვთ ღრმა და ოპ­ტი­მი­ზე­ბუ­ლი პრო­ტექ­ტო­რი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მაქ­სი­მა­ლურ მო­ჭი­დე­ბას და და­მუხ­რუ­ჭე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას რთუ­ლი გზის პი­რო­ბებ­ში“, – აღ­ნიშ­ნავს მი­ხე­ილ წუ­ლუ­კი­ძე.

სამ­წუ­ხა­როდ, ბა­ზარ­ზე კვლავ ფარ­თოდ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი მე­ო­რა­დი ან და­ბა­ლი ხა­რის­ხის სა­ბუ­რა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა გა­რეგ­ნუ­ლად უნაკ­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს და ეკო­ნო­მი­კუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი ჩან­დეს, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს ქმნი­დეს, რად­გან უმე­ტე­სო­ბას გა­სუ­ლი აქვს სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო ვადა, უც­ნო­ბია მათი შე­ნახ­ვი­სა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის პი­რო­ბე­ბი და აღე­ნიშ­ნე­ბა უხი­ლა­ვი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც წინა გა­მო­ყე­ნე­ბი­სას მი­ი­ღო.

„ალი­ან­სი საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის” გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ლა­ლი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბევ­რი მძღო­ლი შე­და­რე­ბით მხო­ლოდ შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ფა­სის გამო ირ­ჩევს მე­ო­რად სა­ბუ­რავს.

„ხში­რად მძღო­ლე­ბი ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ ასეთ სა­ბუ­რავს შე­საძ­ლოა, აღარ ჰქონ­დეს ის თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უსაფრ­თხო­ე­ბის ფუნ­ქცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეფუძ­ნე­ბო­დეს არა მხო­ლოდ ფასს, არა­მედ უსაფრ­თხო­ე­ბას და სა­ბუ­რა­ვის რე­ა­ლურ ტექ­ნი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას. გა­სა­გე­ბია, რომ დღეს ბევ­რის­თვის ახა­ლი სა­ბუ­რა­ვის შე­ძე­ნა ფი­ნან­სუ­რად მარ­ტი­ვი არ არის, თუმ­ცა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვახ­სოვ­დეს, რომ ფა­სის მე­ო­რე მხა­რეს ყო­ველ­თვის ჩვე­ნი და სხვი­სი უსაფრ­თხო­ე­ბა დგას.

შე­სა­ბა­მი­სად, უსაფრ­თხო მგზავ­რო­ბის­თვის ახა­ლი სა­ბუ­რა­ვის­თვის უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. თუ მძღო­ლი სე­ზო­ნურ სა­ბუ­რა­ვებს შე­ი­ძენს, მათი შე­ნახ­ვის წე­სებს და­ი­ცავს, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა მხო­ლოდ უსაფრ­თხო, არა­მედ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ფი­ნან­სუ­რა­დაც უფრო გა­მარ­თლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა“, – მი­იჩ­ნევს ეკა ლა­ლი­აშ­ვი­ლი.

ახა­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად არის შექ­მნი­ლი და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის, თოვ­ლი­ა­ნი და ყი­ნუ­ლო­ვა­ნი გზის პი­რო­ბე­ბის­თვის. მათი უნი­კა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი და რე­ზი­ნის შედ­გე­ნი­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს მო­ცუ­რე­ბის რის­კის მი­ნი­მი­ზა­ცი­ას და სა­მუხ­რუ­ჭე დის­ტან­ცი­ის შემ­ცი­რე­ბას. ეს თვი­სე­ბე­ბი კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც გზის სა­ფა­რი თოვ­ლით ან ყი­ნუ­ლი­თაა და­ფა­რუ­ლი.

ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვებ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა არ არის მხო­ლოდ ხარ­ჯი — ეს არის ინ­ვეს­ტი­ცია თქვე­ნი, თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და გზა­ზე მყო­ფი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის.

Back to top button