
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში, BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ ეს 100%-იანი დეზინფორმაცია და ცილისწამებაა.
„სამწუხაროა, რომ ცნობილი ბრიტანული გამოცემა ბიბისი, სიცრუის ფორმულას და „მთის ამბების“ დონეზე დაეცა.
0 ფაქტი; 0 არგუმენტაცია; 100%-იანი დეზინფორმაცია და ცილისწამება“, – წერს ჩაკვეტაძე.