Creator Summit 2025 იწყება – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

„საქართველოს ბანკი“ ქვეყანაში YouTube ეკოსისტემის გაძლიერების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Creator Summit 2025-ის მხარდამჭერია.

Creator Summit კრეატორების ეკოსისტემისა და ეკონომიკის განვითარებისთვის შექმნილი ღონისძიებაა, რომელიც Creator Academy-ის მიერ ხორციელდება.

სამიტი თავს უყრის ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, ბრენდის წარმომადგენლებს და ქმნის სივრცეს, სადაც ისინი მონაწილეებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას პრეზენტაციების, პანელური დისკუსიებისა და ვოქრშოპების ფორმატში უზიარებენ.

საქართველოს ბანკი აქტიურად უწყობს ხელს თანამედროვე ციფრული ინდუსტრიების განვითარებას, YouTube ეკოსისტემის გაძლიერება კი ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილიაამ მიმართულებით კი სხვადასხვა ინიციატივებს ვახორციელებთწელს კი Creator Summit 2025-ის მხარდამჭერები ვართჩვენთვის ძალიან საამაყოარომ გვაქვს შესაძლებლობაწვლილი შევიტანოთ საქართველოში YouTube კომუნის გაძლიერების პროცესშირადგან გვჯერარომ ქვეყანაში კრეატორობის კულტურის განვითარების დიდი პოტენციალიაამიტომმოვიწოდებთ დაინტერესებულ პირებსდაესწრონ ღონისძიებას და განვითარების გზაზე არ გაჩერდნენ”, – აღნიშნავს მარიამ ცანავასაქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

ეს არის პირველი ღონისძიება საქართველოშირომელიც კრეატორებს პროფესიულ სივრცეში აერთიანებს და აძლევს შესაძლებლობას, გაცვალონ საკუთარი ცოდნაგამოცდილება და აღმოჩენებიამ პროცესის ნაწილად ყოფნა მნიშვნელოვანია როგორც თითოეული კრეატორისისე მთლიანი ინდუსტრიის წინსვლისთვის.სამიტზე კრეატორებს საშუალება მიეცემათიპოვონ პასუხები მათთვის საინტერესო პროფესიულ შეკითხვებზე და გაიზიარონ როგორც ადგილობრივიასევე გლობალური გამოცდილებაყველაზე მთავარი კი ისაარომ ვიპოვოთ თანამოაზრეებივისთან ერთადაც უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევძლებთ ქართული კრეატორ ეკოსისტემის განვითარებას”, – აღნიშნავს გიორგი დანელიაკრეატორ სამიტის ორგანიზატორი.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

Back to top button