ზამთრის არდადეგები საჯარო სკოლებში 29 დეკემბრიდან დაიწყება

საქართველოს საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება. სასწავლო პროცესი კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის 17 იანვარს განახლდება.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი ზამთრის არდადეგებს, სამინისტროსთან შეთანხმებით, თავიანთი აკადემიური კალენდრის მიხედვით განსაზღვრავენ.

Back to top button