თავდაცვის ძალების მეთაური საფრანგეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოლივიე კურტოსა და თავდაცვის ატაშეს, მეორე რანგის კაპიტან, ფილიპ გრუსენმეიერს უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და მომავალი პერსპექტივები მიმოიხილეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ფრანგულ მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Back to top button