ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია და ჩვენი წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია დეოკუპაციის საკითხთან, რა თქმა უნდა, ეს საკითხი არავითარ კომპრომისს არ ექვემდებარება

ჩვენთვის მთავარია ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპული პოზიცია და ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, დეოკუპაციის საკითხთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთ-საქართველოს დიალოგთან დაკავშირებით გაკეთებულ სერგეი ლავროვის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დეოკუპაცია საქართველოს მთავრობისთვის წითელი ხაზია, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება.

„ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. რა თქმა უნდა, არავითარ კომპრომისს ეს საკითხი არ ექვემდებარება. დეოკუპაცია არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვას, ბუნებრივია, არ ვაპირებთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button