ტოქსიკოლოგი თეიმურაზ კობიძე BBC-ის ფილმზე: ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ არც შარშან და არც წელს ტოქსიკოლოგების ასოციაციისთვის არავის მოუმართავს – მედიცინის პოლიტიზება დანაშაულია

„ვაცხადებთ ოფიციალურად, რომ არც შარშან და არც წელს ტოქსიკოლოგების ასოციაციისთვის არავის არ მოუმართავს. არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც არც ერთ ინიციატორს და არც უცხოელ კოლეგას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტოქსიკოლოგმა თეიმურაზ კობიძემ BBC-ის ფილმთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე.

ტოქსიკოლოგის განცხადებით, მედიცინის პოლიტიზება დაუშვებელია.

„ცნობილი მოვლენების გამო მასმედიაში მიმდინარეობს სხვადასხვა სპეციალობის ექიმების, არატოქსიკოლოგების ინფორმაციები, მოთხოვნები და არაკომპეტენტური რჩევების მიცემა აქციებში მონაწილეებისთვის და მოსახლეობისთვის. სინამდვილეში ეს არის ცეცხლზე ნავთის დასხმის, დამატებითი სტრესს ფაქტორის და ხალხში დამატებითი მღელვარების შექმნის აშკარა საშიშროება. ზოგიერთ ჩვენს კოლეგას შევახსენებთ, რომ პირველი – ქვეყანაში არსებობს სამედიცინო სპეციალობების სერტიფიცირება. მეორე – დარგში არასერტიფიცირებული ექიმი არ გახლავთ კომპეტენტური. მესამე- სანამ მასმედიაში კომენტარს გააკეთებთ ინტერვიუს მისცემთ და მით უმეტეს მოთხოვნას წამოაყენებთ ელემენტარული წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეთ იმ დარგის ანბანზე და იმ პროფილის ერთი ავადმყოფი მაინც უნდა ჰყავდეთ ნამკურნალები. მეოთხე – მედიცინის პოლიტიზება დანაშაულია“,- განაცხადა თეიმურაზ კობიძემ.

Back to top button