
Bloomberg-ის ცნობით, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ათასობით ადამიანი შეიკრიბა კანონპროექტის გასაპროტესტებლად, რომელიც, მათი თქმით, გაზრდის პოლიტიკურ ზეწოლას საზოგადოებრივ მედიაზე და დააკავშირებს ბალტიისპირეთის ქვეყანას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, რომლებმაც გაამკაცრეს კონტროლი სიტყვის თავისუფლებაზე.
სააგენტო, Baltic News Service-ზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციის შეფასებით, სამშაბათს, ვილნიუსის ცენტრში, ეროვნული პარლამენტის წინ 10 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. კრიტიკოსებმა კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის LRT-ის დირექტორის გათავისუფლების წესებს ამსუბუქებს, გააკრიტიკეს, როგორც საზოგადოებრივ ტელევიზიასა და რადიოზე პოლიტიკური კონტროლის ხელში ჩაგდების მცდელობა.
პროტესტი, რომელსაც პეტიციით მხარი დაუჭირა 130 000-ზე მეტმა მოქალაქემ, შეფასებულია როგორც ნაბიჯი, რომელიც ლიეტუვას უნგრეთსა და სლოვაკეთთან აახლოებს, სადაც მედიაზე კონტროლი გამკაცრდა. დემონსტრაციები გაიმართა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ბელარუსიდან საჰაერო სივრცის დარღვევის გამო.