გიორგი გამსახურდია ია ანთაძეზე: ზვიად გამსახურდიას და ბიძინა ივანიშვილის, ქვეყნის მაოხრებელ პოლიტიკურ მამა-შვილთან, ედიკასთან და მიშასთან ერთად ქარდზე გამოტანას ნამუსგარეცხილი „პუტჩისტკა” თუ შეძლებდა მხოლოდ, სხვა ვერავინ

„ზვიად გამსახურდიას და ბიძინა ივანიშვილის, ამ ორ ქვეყნის მაოხრებელ, პოლიტიკურ მამა-შვილთან, ედიკასთან და მიშასთან ერთად ქარდზე გამოტანას ნამუსგარეცხილი „პუტჩისტკა“ თუ შეძლებდა მხოლოდ, სხვა ვერავინ“, – ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია ჟურნალისტ ია ანთაძის პოდკასტს სოციალურ ქსელში. გამსახურდიას განცხადებით, ია ანთაძე არის „დოდო შონავასა და მსგავსთა მისთა მაგვარად, საშუალო გაქანების, ერთი მდაბიო პუტჩისტი ქალი“, რომლის მიზანიც ძველი დამკვეთისგან ჩვეული საქმიანობის გაგრძელებაა.

„ია ანთაძე გახლავთ, დოდო შონავასა და მსგავსთა მისთა მაგვარად, საშუალო გაქანების, ერთი მდაბიო პუტჩისტი ქალი. ახლა შემხვდა სოციალურ მედიაში მისი ე.წ პოდკასტი, რომელიც აგებულია სიცრუეზე და ათასი ჯურის პროპაგანდის მიერ გავრცელებულ ტყუილებზე, რომლებსაც ისტორიამ, კარგა ხანია გასცა უკვე პასუხები. მიზანი რა აქვს იას ბოდვებს? ჯერ ერთი, როგორც ყველა „პუტჩისტს“ თავისი წარსული აწუხებს და თავის „გაპრავებას“ ცდილობს, მეორე კიდევ იგივე დამკვეთები იგივე კონტენტს უკვეთენ დღესაც. ზვიად გამსახურდიას და ბიძინა ივანიშვილის, ამ ორ ქვეყნის მაოხრებელ, პოლიტიკურ მამა-შვილთან, ედიკასთან და მიშასთან ერთად ქარდზე გამოტანას ნამუსგარეცხილი „პუტჩისტკა“ თუ შეძლებდა მხოლოდ, სხვა ვერავინ“, – წერს გამსახურდია.

Back to top button