კირცხალია ანტონიუ კოშტასა და კაია კალასის განცხადებებზე: არა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია მათი ეს განცხადებები, არამედ შეურაცხმყოფელიცაა, არათუ ერევიან, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში

არა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია მათი ეს განცხადებები, არამედ შეურაცხმყოფელიცაა. არათუ ერევიან, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან განაცხადა.

უმრავლესობის ლიდერი იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატების კრიტიკის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი შიდა საქმეებში ჩარევას აპროტესტებენ.

„როდესაც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით მათ ქმედებებს, განცხადებებს, მათ მიერ მიცემულ დავალებებს გადავავლებთ თვალს მათი აგენტურისთვის, არა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია მათი ეს განცხადებები, არამედ შეურაცხმყოფელიცაა. არათუ ერევიან, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ყველამ კარგად ვნახეთ რა ხდება უკრაინაში და რა პოლიტიკით დაიგეგმა ის ყველაფერი, რა მდგომარეობაშიც ახლაა. კარგად ვნახეთ რა სურვილი ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის მისამართით“, – აღნიშნა კირცხალიამ.

Back to top button