
ტყით უკანონო სარგებლობის მიმართულებით სამართალდარღვევების რაოდენობის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებს.
„ბოლო წლების განმავლობაში, დეპარტამენტმა დანერგა არაერთი მნიშვნელოვანი, ინოვაციური საზედამხედველო ტექნოლოგია. ვიყენებთ, მაგალითად, უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლების საშუალებითაც კონტროლი მიუვალ ადგილებშიც ხდება. 2025 წლის განმავლობაში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობის დაახლოებით 1700 ფაქტია გამოვლენილი“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ტარიელ ირემაძემ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სამართალდარღვევების კლება შეინიშნება. 2021 წელთან შედარებით, 2024 წელს 49%-იანი კლება ფიქსირდება, რაც იმის შედეგია, რომ ბოლო წლებში ზედამხედველობა და კონტროლი გაძლიერებულია.