
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ კასპში, ერთაწმინდის ქუჩაზე, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი სრულად ფინანსდება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ერთაწმინდის ქუჩის მცხოვრებლები კეთილმოწყობილი, კომფორტული და უსაფრთხო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.