2026 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 928 მილიონ ლარზე მეტი

2026 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 928 მილიონ ლარზე მეტი. პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, სამინისტროს ფარგლებში ძირითადი ცვლილებები შემდეგია:

• ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიმართულება გაზრდილია 16 მილიონი ლარით და 65 მილიონ ლარს აჭარბებს;
• მთის კურორტების დაფინანსება გაზრდილია 10 მილიონი ლარით;
• საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის დამატებით გამოიყოფა 10 მილიონ ლარზე მეტი და პროგრამის დაფინანსება 156 მილიონ ლარს აჭარბებს;
• რკინიგზის სამგზავრო ნაწილის სუბსიდირებისთვის დამატებით გამოყოფილია 7 მილიონი ლარი;
• აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებული, ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობის პროექტის თანხა განისაზღვრა 35 მილიონი ლარის ოდენობით;
• ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრება 50 მილიონი ლარით.

Back to top button