გია აბაშიძე ტრამპის ახალ „სამშვიდობო გეგმაზე“ : უკრაინას სთხოვენ მტკივნეულ დათმობებს, უსაფრთხოების გარანტიებისა და ევროკავშირისკენ დაჩქარებული გზის სანაცვლოდ

„ტრამპის ახალი „სამშვიდობო გეგმის“ დეტალები გამოვლინდა. დოკუმენტი ოთხ ნაწილად იყოფა, მაგრამ არსი ნათელია: უკრაინას სთხოვენ მტკივნეულ დათმობებს უსაფრთხოების გარანტიებისა და ევროკავშირისკენ დაჩქარებული გზის სანაცვლოდ“, – ამის შესახებ ექსპერტი გია აბაშიძე წერს სოციალურ ქსელში.

აბაშიძე დეტალურად წერს იმ დათმობებზე, რომლის სანაცვლოდაც უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებსა და ევროკავშირისკენ დაჩქარებულ სავალ გზას, რომელთა შორისაც რუსეთის კონტროლის განმტკიცებაა ყირიმზე, ლუგანსკსა და დონეცკზე.

„ტრამპის ახალი „სამშვიდობო გეგმის“ დეტალები გამოვლინდა. დოკუმენტი ოთხ ნაწილად იყოფა, მაგრამ არსი ნათელია: უკრაინას სთხოვენ მტკივნეულ დათმობებს უსაფრთხოების გარანტიებისა და ევროკავშირისკენ დაჩქარებული გზის სანაცვლოდ. კერძოდ: ტერიტორიები. აშშ სთავაზობს რუსეთის კონტროლის განმტკიცებას ყირიმზე, ლუგანსკში და დონეცკში. სტატუსის ნებისმიერი ცვლილება – მხოლოდ დიპლომატიის გზით. დონეცკის რეგიონი. იქმნება ტერიტორიის დაახლოებით 30%-ზე შეიქმნება დემილიტარიზებული ზონა. უკრაინული და რუსული ძალები მისი საზღვრების მიღმა გავლენ. ზაპოროჟიე და ხერსონი. ფრონტის ხაზი გაყინულია ამჟამინდელი კონტროლის აღიარებით. რუსული ჯარების გაყვანა. რუსეთმა უნდა დატოვოს ხუთი მონიშნული რეგიონის მიღმა ყველა სხვა ოკუპირებული ტერიტორია. ნატო. აშშ აცხადებს, რომ ალიანსი შემდგომში არ გაფართოვდება და უკრაინას არ მიიწვევს. ნატოს ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსება დაუშვებელია. უკრაინის არმია. დაშვებული რაოდენობა 800 000 სამხედრო მოსამსახურით შემოიფარგლება. უსაფრთხოება. უკრაინა იღებს ნატოს მე-5 მუხლის მსგავს გარანტიებს, მაგრამ იურიდიული ძალის გარეშე. არჩევნები. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უნდა ჩატარდეს „რაც შეიძლება მალე“. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ხელახლა ამოქმედდება ამერიკული ოპერატორის ხელმძღვანელობით; უკრაინა მიიღებს გამომუშავებული ენერგიის 50%-ს. ევროკავშირი. გეგმა ითვალისწინებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 2027 წლის 1 იანვარს. რუსული აქტივები. აშშ აპირებს რუსული აქტივების ნაწილობრივ „გალღობას“. თანხების ნაწილი უკრაინის აღდგენას მოხმარდება. წყარო: უკრაინული ZN.UА“, – წერს გია აბაშიძე.

Back to top button