ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მერვე სესიის (UNEA-8) ვიცე-პრეზიდენტად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლად მეორე ვადით აირჩიეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მერვე სესიის (UNEA-8) ვიცე-პრეზიდენტად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლად მეორე ვადით ერთხმად აირჩიეს. გადაწყვეტილება კენიის რესპუბლიკაში მიმდინარე UNEA-7-ის ფარგლებში მიიღეს.

„ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს სახელით მეორე ვადით არჩეული ვიყო გაეროს უმაღლეს პლატფორმაზე, რომელიც გლობალურ დონეზე განსაზღვრავს გარემოს დაცვის დღის წესრიგს. ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ჩემი ქვეყნისა და რეგიონის სახელით მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა გაეროს უმაღლეს პლატფორმაზე ისმოდეს ის პრიორიტეტები, რაც ჩვენ გაგვაჩნია გარემოს დაცვის და ეკოსისტემების მდგრადი მართვის მიმართულებით”, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.

გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ფარგლებში, რომელიც კენიის რესპუბლიკაში, ქ. ნაირობიში გაიმართა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი UNEA-7-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში ასამბლეის პლენარულ სესიებს თავმჯდომარეობდა.

ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პანელურ დისკუსიასა და კომიტეტების საქმიანობაში.

Back to top button