
სწორედ ახლა, თავიანთი გაფუჭებულის სააშკარაოზე გამოტანით და წვრილფეხა აგენტებზე, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მეთაურებსა და ევროკავშირის აგენტურულ ხელმძღვანელობაზე გადაბრალებით მათ სისრულეში მოჰყავთ გეგმის შემდეგი ნაწილი, რომელსაც ევროკავშირის დაშლა, ქვეყანათა შორის არსებული ეკონომიკური კავშირების საბოლოოდ გათიშვა და გაერთიანების გაუქმება უნდა მოჰყვეს. აკი „გაჟონა“ კიდეც მედიაში საიდუმლო გეგმამ, რომელიც ევროკავშირიდან რამდენიმე ქვეყნის გამოსვლას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში წერს.
მისი განცხადებით, საბოლოო მიზანია დღის წესრიგში არსებული ე.წ. „დემოკრატიული სისტემის“, სახელმწიფოს ინსტიტუციის სრულად გაუქმების და ახალი მოდელის – კორპორაციული მმართველობის დაფუძნების საკითხი.
„საბოლოოდ, ევროპაში არაფორმალური ოლიგარქები მიიღებენ მოცემულობას, რომ კავშირი დაიშლება, ხოლო ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მსხვილი მოთამაშეების, გერმანიის, საფრანგეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკაზე არიან მთლიანად დამოკიდებულნი, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ნუ დაგვავიწყდება, რომ იქამდე ოლიგარქიულმა ოჯახებმა ევროპას სრულად ჩაუხსნეს რუსეთისგან მომავალი იაფი ენერგორესურსი, ხოლო, კიდევ უფრო ადრე, გამოგონილი „მწვანე პოლიტიკით“ უარი ათქმევინეს და დაახურინეს ატომური ენერგიის მასშტაბური წყაროები. სწორედ ოლიგარქების დავალებით, ევროკავშირის დასაშლელად მოქმედებს დღეს „დიპ სტეიტის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის) მიერ მართული აშშ-ის ადმინისტრაცია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის მძაფრი რიტორიკა, ევროკავშირში არსებული მანკიერებების ზედაპირზე ღიად გამოტანა.
მაშინ, როდესაც უკვე ყოფილი ევროკავშირის წევრი ქვეყნები უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდებიან და ამაზე თვალის დახუჭვა უკვე შეუძლებელი იქნება, ამოქმედდება ოლიგარქიული ოჯახების გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტიები და ცალკეული პოლიტიკოსები, რომელთა რეიტინგი დღეს 15% – ის ფარგლებში მერყეობს და ცხადია, ესეც „დიპ სტეიტის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა) მიერ დალაგებული გეგმის ნაწილია, ვეღარ აიღებენ პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, ქვეყნის მართვაზე. ისინი მიმდინარე პროცესებით სრულად იძარცვებიან მინიმალური ლეგიტიმაციისგან, ამიტომ დღის წესრიგში დადგება არსებული ეგრეთ წოდებული „დემოკრატიული სისტემის“, სახელმწიფოს ინსტიტუციის სრულად გაუქმების და ახალი მოდელის დაფუძნების საკითხი. ახალი მოდელი კი იქნება კორპორაციული მმართველობა,“- წერს ზაზა შათირიშვილი.
მისი განცხადებით, ერთ საცდელ ქვეყანაში, მმართველობის ეს ფორმა იმდენად წარმატებული იქნება, რომ სხვა ქვეყნების მოსახლეობა თავადვე მოითხოვს ამგვარი მმართველობის დუბლირებას.
„ჩემი გათვლებით – უახლოეს რამდენიმე წელიწადში ეს მოდელი საცდელად ერთ-ერთ ქვეყანაში დაინერგება. ხალხს ეტყვიან, რომ პოლიტიკამ და ზოგადად, არჩევნებმა ამოწურა საკუთარი თავი, კორპორაციული მმართველობა კი იქნება „სასიამოვნო სიახლე“ საცდელი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ცხადია, იმ ერთ ქვეყანაში ყველაფერი იმდენად სწრაფად გამოსწორდება, იმდენად მალე დაიძლევა კრიზისი, რომ დაშლილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობა იქით მოითხოვს მოდელის დუბლირებას მათ ქვეყნებში.
ეს იქნება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის პირდაპირი დაკანონება. ისინი უკვე არა პოლიტიკოსებად წოდებული აგენტურის ხელით, არამედ დანიშნული მენეჯერებით მომართავენ ქვეყნებს, კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით აღაზევებენ ლგბტ პროპაგანდას, კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით განავრცობენ ფსევდოლიბერალურიდეებს და ადამიანს გადააქცევენ სრულიად უუფლებო, არჩევანწართმეულ და უფლებააყრილ არსებად, რომელსაც აღარ ექნება არც იდეოლოგია, არც რწმენა, არც ოჯახის სიყვარული და არც იდენტობა.“ – წერს ზაზა შათირიშვილი.