ცოტნე ანანიძე პრემიერის ინიციატივაზე: ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე დაგეგმილი ამნისტია არის ჰუმანური აქტი, აქვს ეკონომიკური და სოციალური ეფექტი მოსახლეობისთვის და ამასთან, კანონმორჩილებაზე დაბრუნების სტიმულიცაა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივას ეხმიანება, ჩამორთმეულ მართვის მოწმობებთან დაკავშირებით.

ანანიძე პრემიერის ინიციატივას ჰუმანურ აქტს უწოდებს.

„პრემიერის ინიციატივა – ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე დაგეგმილი ამნისტია არის ჰუმანური აქტი, აქვს ეკონომიკური და სოციალური ეფექტი მოსახლეობისთვის და ამასთან, კანონმორჩილებაზე დაბრუნების სტიმულიცაა“, – წერს ცოტნე ანანიძე.

Back to top button