გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერთან, რომელიც ზოგადი განათლების მიმართულებას ხელმძღვანელობს და უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრ ბალაშ ჰანკოსთან.

მინისტრი ასევე სამუშაო შეხვედრას გამართავს უნგრეთის ეროვნული ასამბლეის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ლასლო პოშანთან.

გივი მიქანაძე უნგრეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სამინისტროს შიდა აუდიტის უფროსი გიორგი ურუშაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი დავით გიორგაძე.

Back to top button