კასპში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

დღეს კასპში კულტურის ცენტრის წინ  საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

მუნიციპალიტეტის მერიამ ბავშვებისთვის მხიარული განწყობის შესაქმნელად, როგორც ყოველთვის სპეციალურად ზღაპრის გმირები და ანიმატორები მოიწვია.

პატარები ზღაპრის გმირებთან ერთად ერთობოდნენ, ცეკვავდნენ და ფოტოებს იღებდნენ.

მშვიდობიანი, ბედნიერი და წარმატებული 2026 წელი დაბედებოდეს სრულიად საქართველოს.

Back to top button