
„ხალხის ძალის” დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ბრიუსელში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „კარმას და ბედისწერას ნუ დააბრალებთ, კანონზომიერებაა – ბუმერანგს თუ მიზანს ააცილებ, უკან ბრუნდება”.
მისი შეფასებით, თბილისისთვის გამეტებული ქაოსი და არეულობა მიიღეს ბრიუსელში.
„კარმას და ბედისწერას ნუ დააბრალებთ, კანონზომიერებაა – ბუმერანგს თუ მიზანს ააცილებ, უკან ბრუნდება… ჰო და რაც თბილისისთვის ქაოსი და არეულობა გამოიმეტეთ, მიიღეთ ბრიუსელში ! კოსების და კალასების პოლიტიკა გააგრძელეთ და უფრო შორს წახვალთ!”, – წერს ქადაგიძე.