
ქალაქში „კოკა-კოლის“ საახალწლო ქარავანი დაბრუნდა, სწორედ აქ ჩანს ჭყონიას ვირეშმაკობა, ანგარება და გაიძვერობა. შარშან იგივე ქარავანი პროტესტის საბაბით ქუჩებს ჩამოაშორეს და ეს გადაწყვეტილება ღირებულებით პოზიციად შეფუთეს, თითქოს არსებობდა მორალური ზღვარი, რომელსაც ბიზნესი ვერ გადააბიჯებდა, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტის შეფასებით, შარშანდელი ახალი წლიდან წლევანდლამდე არაფერი შეცვლილა, არც ხელისუფლება შეცვლილა, არც უკრაინას მოუგია ომი და სწორედ ეს არის გააზრებული ანგარება და სისტემური გაიძვერობა, სადაც ღირებულებები „საჭიროებისამებრ“ იცვლება.
„ქალაქში „კოკა-კოლის“ საახალწლო ქარავანი დაბრუნდა, სწორედ აქ ჩანს ჭყონიას ვირეშმაკობა, ანგარება და გაიძვერობა. შარშან იგივე ქარავანი პროტესტის საბაბით ქუჩებს ჩამოაშორეს და ეს გადაწყვეტილება ღირებულებით პოზიციად შეფუთეს, თითქოს არსებობდა მორალური ზღვარი, რომელსაც ბიზნესი ვერ გადააბიჯებდა. დღეს კი, ერთი წლის თავზე, ყველაფერი ისე გრძელდება, თითქოს არაფერი მომხდარა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა შეიცვალა შარშანდელი ახალი წლიდან წლევანდლამდე? ხელისუფლება შეიცვალა? უკრაინამ ომი მოიგო? პუტინი აღარ არის რუსეთის პრეზიდენტი? პასუხი მარტივია, არაფერი შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ კონიუნქტურა და გაჩნდა პირადი სარგებლის მიღების ახალი შესაძლებლობა. სწორედ ეს არის ვირეშმაკობა პრინციპებით ვაჭრობა. მისი უპრინციპულობა მით უფრო ცხადი ხდება, როცა ვხედავთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს ჭყონიასთვის ხელი არ შეუშლია: მაშინ, როცა საჯაროდ მორალზე საუბრობდნენ, პრაქტიკაში „კოკა-კოლას“ პროდუქცია რუსეთში ჩვეულებრივ გაედინებოდა. ეს არის გააზრებული ანგარება და სისტემური გაიძვერობა, სადაც ღირებულებები „საჭიროებისამებრ“ იცვლება ხოლმე“, – წერს ჩიხელიძე.