
ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი, „თიბისი ბანკის“ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობას, სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ეს ფაქტი უნდა განვიხილოთ იმ პირების ხელშეწყობად, ვინც საზოგადოებას აპირისპირებს.
გეგეჭკორის თქმით, დიხამინჯია ცნობილია თავისი სიძულვილის ენით, ბანკს კი მოუწევს იმის ახსნა, თუ რატომ თანამშრომლობს ამ პიროვნებასთან.
„როდესაც TBC ბანკი თანამშრომლობს ისეთ რადიკალ აქტივისტებთან, როგორიცაა ნანა დიხამინჯია – ეს ცალსახად უნდა განვიხილოთ როგორც დაფინანსება და ხელშეწყობა იმ პირების, ვინც საზოგადოებას აპირისპირებს. დიხამინჯია არის ცნობილი თავისი სიძულვილის ენით, აი TBC ბანკს კი აუცილებლად მოუწევს ახსნა/განმარტებების გაკეთება ამ არსებასთან თანამშრომლობის გამო“, – წერს ლიზა გეგეჭკორი.