
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს პარლამენტის ყოფილი წევრი და სახელმწიფო რკინიგზის კომპანია „უკრზალიზნიცის“ სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი წევრი სერგეი ლეშენკო. აღნიშნულის თაობაზე გამოცემა „უკრაინული ამბების“ კითხვაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური პასუხით ხდება ცნობილი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის გადადგომის შემდეგ, მისი ყველა მრჩეველი და თანაშემწე გაათავისუფლეს.
„უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს პირები, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწეებისა და მრჩევლების (როგორც სრული, ასევე ნახევარ განაკვეთზე) თანამდებობებს იკავებდნენ“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ „უკრაინული ამბების“ კითხვის პასუხად გავრცელებულ განცხადებაში.
გათავისუფლებულთა სია გამოცემისთვის არ მიუწოდებიათ, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო განცხადებების თანახმად, ანდრეი ერმაკს 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით ცხრა მრჩეველი ჰყავდა. სრული განაკვეთით დასაქმებული მრჩევლები: ოლექსანდრ ბევზი, ლილია პაშინა, ვიქტორია რომანოვა და ტატიანა გაიდუჩენკო; და ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული მრჩევლები: სერგეი ლეშენკო, დარია ზაროვნა, მიხაილო პოდოლიაკი, ელინა ელიანოვა და ოლექსანდრ როდნიანსკი.