კასპში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით კასპში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მიმდებარედ საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მოეწყო საახალწლო სტენდები და ინსტალაციები, ბავშვებისთვის კი სპეციალური გასართობი კუთხეები.

ადგილობრივი პატარების განწყობაზე ანიმატორებმა და  ელფებმა იზრუნეს. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ თოვლის პაპასთან სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ და ასევე, დასაჩუქრებულიყვნენ.

საახალწლო ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლიზა ბაგრატიონმა, ნუკრი კაპანაძემ, კოტე ყიფიანმა, დათო ევგენიძემ, ჯგუფებმა – „შვიდკაცამ“, „ჰერიომ“, „ილურიძის ბენდმა“ და „რეგიონმა“.

ღონისძიება საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.

Back to top button