
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გოგა ხაჩიძის ფეისბუკ პოსტს ეხმაურება. საუბარია ვიდეოზე, რომელსაც ხაჩიძე ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ, კომერციული მიზნებისთვის მთა გადაჭრეს.
როგორც ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, ვიდეოს ავტორი პირდაპირ ვერ სდებს მას ბრალს, რომ შემდეგ ბოდიშის მოხდა არ მოუწიოს.
„უკვე მეორედ ააგორეს ეს სიგიჟე… პირველ ჯერზე დადასტურებულად უარვყავი, ახლა მგონი არც ღირს თავის მართლება, რომ მათ სტილში თავქარიანობა არ ჩამიდენია.
აი, ამ აფერისტ ადამიანებს, რომ ჰყავთ „ფოლოვერები“, ვიღაც რომ უჯერებს და უსმენს, აი, ეგ ხალხი მედარდება გულწრფელად…
თან, რა საინტერესოდ აქვთ გადაღებულ, დასათაურებულ, ფორმულირებული – პირდაპირ ბრალსაც ვერ მდებენ, რომ ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა არ მოუწიოთ“, – წერს ნინო წილოსანი.