პრემიერი: მთელი ქვეყნის მასშტაბით გვინდა, განვავითაროთ სპორტული ინფრასტრუქტურა, თითოეულ მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები

ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, მთელი ქვეყნის მასშტაბით გვინდა, განვავითაროთ სპორტული ინფრასტრუქტურა, თითოეულ მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები, რომელიც მოემსახურება სპორტის სხვადასხვა სახეობას და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავის წვლილს შეიტანს როგორც მასობრივი, ისე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 30 ტექნიკური სტადიონისა და 8 სხვადასხვა ქალაქში სრულფასოვანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება.

„მომავალ წელს იწყება 30 ტექნიკური სტადიონის მშენებლობა, ქვეყნის მასშტაბით, ეს პროცესიც გაგრძელდება და ტექნიკური სტადიონები ექნება ყველა მუნიციპალიტეტს. ასევე, მომავალი წლიდან იწყება 8 სხვადასხვა ქალაქში სრულფასოვანი სტადიონების მშენებლობა, რაც ასევე ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას ყველა მიმართულებით,”- განაცხადა პრემიერმა.

Back to top button