პრემიერი: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

აქტიურად ვმუშაობთ რკინიგზის საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციაზე არსებული ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრასა და სერვისების გაციფრულებაზე, რის შედეგადაც, 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა.

„დღევანდელი დღე არის თქვენი პროფესიონალიზმისა და შრომის შედეგი. სწორედ ასეთ პროექტებზე დგას ძლიერი სახელმწიფო და სწორედ ასეთი ნაბიჯებით შენდება საქართველოს უკეთესი მომავალი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

Back to top button