კასპის მერის მოადგილემ და საკრებულოს თავმჯდომარემ სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდულ ცენტრ “მომავალის” აღსაზღდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან ერთად სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდულ ცენტრ “მომავალის” აღსაზღდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ცენტრის აღსაზრდელებმა სტუმრებთან ერთად აანთეს ნაძვის ხე და შემოქმედებითი საღამოს ფარგლებში სხვადასხვა მუსიკალური და მხატვრული ნომრები წარმოადგინეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, მუნიციპალიტეტი მომავალშიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდულ ინიციატივებს და ცენტრის მხარდაჭერას განაგრძობს.

Back to top button