
მივესალმები პარტიის თავმჯდომარეს, გენერალურ და აღმასრულებელ მდივნებს, ჩვენი გუნდის წევრებს და თითოეულ იმ ადამინს, რომელიც დღევანდელ ყრილობას ესწრება. მივესალმები პარტიის პოლიტიკურ საბჭოს და დიდ მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ჩემი კანდიდატურა წარადგინეს- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
მანვე აღნიშნა, რომ ეს მისთვის დიდი პატივი და დაფასებაა.
„ნდობა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გამომიცხადა, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობასთან ერთად, ძალიან დიდ მოტივაციასაც მიჩენს. რა თქმა უნდა, მივესალმები ჩვენს ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ჩვენი პარტიისთვის ახალგაზრდული მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგანაც, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გრძელვადიანი წარმატების გზა, სწორედ ძლიერ, მყარ, აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე გადის. მინდა დაგპირდეთ, რომ ერთად ძალიან ბევრ მაგარ პროექტს განვახორციელებთ, აქტიურად ჩავერთვებით ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში, დღის წესრიგის შემუშავებასა და გადაწყვეტაში. აუცილებლად ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი ორგანიზაციის გაუმჯობესებაზე ფიქრი – უნდა დავიბრუნოთ ის უდიდესი ენერგია და გამოვიყენოთ ის უმნიშვნელოვანესი პოტენციალი, რომელიც თითოეულ ახალგაზრდას გააჩნია. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ, „ქართულ ოცნებაში“ და საკუთარი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა მივცეთ. ჩვენი დიდი სურვილი და მიზანია, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ ისეთი ტრადიცია, როდესაც ახალგაზრდები წარმატებას საკუთარი ცოდნის, მონდომებისა და გაკეთებული საქმის მიხედვით მიაღწევენ. როდესაც ჩვენ მომავალ თაობებს ექნებათ სტიმული და დარმწუნებულები იქნებიან, რომ წინვლის ერთადერთი გზა შრომასა და ნიჭზე გადის!“- აღნიშნა ლიპარტელიანმა.
მისი განცხადებით, მათ აქვთ შესაძლებლობები იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობას მეტად შეუწყონ ხელი სწავლასა თუ სპორტულ აქტივობებში, დაეხმარონ ხელოვნების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარი გზის პოვნასა და გამკლავებაში.
„ნებისმიერი ქვეყნისა და ხალხის უკეთესი ხვალინდელი დღე მომავალი თაობების სწორად აღზრდასა და განვითარებაზეა დამოკიდებული. ამ მხრივ კი, ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველ ძალას მნიშნველოვანი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ჩვენ ნამდვილად გვაქვს რესურსები და შესაძლებლობები იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობას მეტად შევუწყოთ ხელი სწავლასა თუ სპორტულ აქტივობებში, დავემხაროთ ხელოვნების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარი გზის პოვნასა და გამკლავებაში. ხელი შევუწყოთ სტუდენტებს, სხვადასხვა პროფესიის მქონე ახალგაზრდებს იმისთვის, რომ განვთარდნენ თავად და განავითარონ საკუთარი სამშობლო. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენი კიდევ ერთი მიზანი ისეთი გარემოს უზრუნველყოფა, პოლიტიკის შემოშავების პროცესში იმგვარი ჩართლობაა, რომელიც ახალგაზრდებს უკეთესად და რაც მთავარია, სწორად განტვირთვისა და გართობის შესაძლებლობას მისცემს. ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და პირიქით – კიდევ უფრო მეტ პროდუქტიულობასაც განაპირობებს.
დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს მსგავსი და, კიდევ უფრო ლამაზი სიტყვებიც ხშირად მოგისმენიათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ესახებოდეს ახალგაზრდული ცხოვრების განვითარება, ამ მიმართლებით არსებული გამოწვეების გადაჭრა და პრობლემების მოგვარება, თუმცა, ჩემი გულწრფელი სურვილია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში განვახორციელოთ და ყოველდღიურობაშიც დავნერგოთ. ამ პროცესში კი, ჩვენი გუნდის, უამრავი ახალგაზრდისა თუ გამოცდილი ადამიანის გვერდით დგომას ვგრძნობ, რაც საფუძვლიან იმედს მაძლევს, რომ ერთად დასახული მიზნების განხორციელებას აუცილებლად შევძლებთ. – მართლაც სანიმუშოდ ვაქცევთ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაცის, შესაბამისად, დავეხმარებით მთელი ქვეყნის ახალგაზრდობას, იცხოვორონ და განვითარდნენ სწორად და ჯანსაღად, გამოადგნენ საკუთარ თავს, ოჯახებსა და სამშობლოს“-განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.