სომხური მედია: სომხეთი ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას ცდილობს

სომხური საინფორმაციო სააგენტო Armenpress-ი იუწყება, რომ სომხეთი ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებისკენ ისწრაფვის.

გამოცემა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს ციტირებს, სადაც ფაშინიანი ადასტურებს, რომ ნამდვილად სურთ, დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთს ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა სურს.

„ჩვენი ურთიერთობები ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ძალიან მაღალ დონეზეა და ჩვენ, ნამდვილად გვსურს, მათ შორის, ირანთან ხელი მოვაწეროთ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე კითხვაზე პასუხად, შესაძლებელია თუ არა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება და რას უნდა ველოდოთ ირანთან ურთიერთობების განვითარების კუთხით 2026 წელს.

Back to top button