EBRD-ის მიდგომა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, უზრუნველყოფს, რომ დაფინანსება არამხოლოდ ეკონომიკურ ზრდას უწყობდეს ხელს, არამედ სრულ შესაბამისობაში იყოს საქართველოს გრძელვადიან მდგრადი განვითარების მიზნებთან – ექსკლუზიური ინტერვიუ

Business Insider Georgia-მ კავკასიაში EBRD-ის რეგიონულ დირექტორთან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა.

„2025 წელს საქართველოში EBRD-ის წლიური ინვესტიციების მოცულობა თითქმის 350 მილიონ ევროს მიაღწევს, რაც მოიცავს კერძო სექტორში განხორციელებულ 12 პროექტს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში“, – ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიაში EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრეინიოს დრაკინოსმა განაცხადა.

მისი თქმით, ინვესტიციები მოიცავს სექტორების მრავალფეროვან სპექტრს ფინანსური ინსტიტუტებიდან და წარმოებიდან დაწყებული, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჩათვლით მზარდი წილით მწვანე პროექტების მიმართულებით.

„ფაქტობრივად, ბოლო წლებში ჩვენი კერძო სექტორის ინვესტიციების ნახევარზე მეტი მიმართული იყო კლიმატურ მდგრადობაზე, განახლებად ენერგიაზე და ენერგოეფექტიანობის ინიციატივებზე. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ დაფინანსება არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას უწყობდეს ხელს, არამედ სრულ შესაბამისობაში იყოს საქართველოს გრძელვადიან მდგრადი განვითარების მიზნებთან.

საქართველოში ოპერირების დაწყებიდან, 1992 წლიდან, დღემდე EBRD-მა ქვეყანაში 5.7 მილიარდ ევროზე მეტი დააბანდა 300-ზე მეტ პროექტში, რაც ბანკს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ინსტიტუციურ ინვესტორად აქცევს“, – აღნიშნა ალკის ვრეინიოს დრაკინოსმა.

Back to top button