კასპის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მარტოხელა მოხუცებს, ობოლ ბავშვებსა და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა მარტოხელა მოხუცებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებსა და მრავალშვილიან, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ სოციალურ ინიციატივას ყოველწლიურად ახორციელებს, რაც მიზნად ისახავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას.

Back to top button